ძლიერი სიცხე

ნიდერლანდებსა და ბელგიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

ბრიუსელი
cheapholidays.com

ნიდერლანდებსა და ბელგიაში ჰაერის ტემპერატურამ ბოლო დღეებში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ნიდერლანდურმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქალაქ ტილბურგის მიმდებარედ ოთშაბათს შუადღეს 39.1 გრადუსიანი სიცხე დააფიქსირა. ყველაზე ცხელი ტემპერატურა ქვეყანაში აქამდე 1944 წლის აგვისტოში დაფისქირდა, როცა სიცხემ 38.6 გრადუსს მიაღწია.

ბელგიაში, ქალაქ კლაინე-ბროგელში 38.9 გრადუსიანი სიცხე იყო, რაც ოდნავ მეტია წინა რეკორდზე - 1947 წლის 38.8 გრადუსიან სიცხეზე. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ხუთშაბათს შესაძლოა, ტემპერატურამ კიდევ უფრო მეტად აიწიოს. მოსალოდნელია, რომ ხვალ ხუთშაბათს ჩრდილო და ცენტრალურ საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და დასავლეთ გერმანიაში სიცხემ პიკს მიაღწიოს.

ბელგიისა და ნიდერლანდების გარდა, ამ კვირაში საფრანგეთშიც დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა - ბორდოში სიცხემ 41.2 გრადუსს მიაღწია.

კომენტარები