kill bill

კვენტინ ტარანტინოს თქმით, ის უმა თურმანს მესამე KILL BILL-ის გადაღებაზე ესაუბრა

0 კომენტარი
უმა თურმანი და კვენტინ ტარანტინო Kill Bill-ის გასაღებებზე.

კვენტინ ტარანტინოს თქმით, მან შეიძლება კიდევ ერთი ფილმი გადაიღოს და ეს Kill Bill-ის მესამე ნაწილი იყოს.

56 წლის რეჟისორის თქმით, ის ამის შესახებ Kill Bill-ში მთავარი როლის შემსრულებელს უმა თურმანს ესაუბრა.

“სიმართლე რომ გითხრათ, მე და უმა თურმანი ბოლო ხანები ამაზე ვსაუბრობდით. არ ვარ დარწმუნებული რომ ამის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ ამ თემაზე მიფიქრია”, - თქვა კვენტინ ტარანტინომ.

მისივე თქმით, ის თუ რამე ფილმის გადაღებას გადაწყვეტს, ყველაზე დიდი შანსი Kill Bill-ს აქვს.

”მე და უმა ამის შესახებ გასულ კვირას ვსაუბრობდით, თუ რომელიმე ჩემი ფილმი იქნება გადასაღები, დიდი შანსია რომ ეს მესამე Kill Bill იყოს”, - თქვა კვენტინ ტარანტინომ.

კვენტინ ტარანტინო თავისი მეცხრე ფილმის Once Upon A Time In Hollywood-ის გადაღებას ცოტა ხნის წინ მორჩა. ფილმი კინოთეატრებში 26 ივლისიდან გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები