დონალდ ტრამპი

ტრამპის გამოსვლისას აშშ-ის გერბზე არწივს ორი თავი ჰქონდა და გოლფის ჯოხები ეჭირა

The Guardian

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point USA-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

მის უკან გამოსახული გერბი დაფოტოშოპებული იყო. ერთი თავის ნაცვლად გერბზე არწივს ორი თავი ჰქონდა, ხოლო ისრების კონის ნაცვლად გოლფის ჯოხები ეჭირა.

ორთავიანი არწივი რუსეთის გერბზეა გამოსახული. ოპონენტები ტრამპის კამპანიას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ, ხოლო თავად ტრამპს რუსეთისადმი რბილ დამოკიდებულებაში. რაც შეეხება გოლფს, ტრამპი სპორტის ამ სახეობის მოყვარულია და ხშირად გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ გოლფის მოედანზე დიდ დროს ატარებს.

როგორ გაჩნდა ეკრანზე შეცვლილი გერბი უცნობია. თეთრ სახლში ამბობენ, რომ მათ ფოტო წინასწარ არ უნახავთ. თავად კონფერენციის ორგანიზატორები კი ამას ბოლო მომენტში დაშვებულ შეცდომად აფასებენ და ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით არ იციან ვინ არის პასუხისმგებელი.

კომენტარები