A$AP Rocky-ის დაკავება

შვედეთის პროკურორების თქმით, A$AP ROCKY სასამართლო პროცესამდე არ გათავისუფლდება

BBC

ამერიკელი რეპერი, A$AP ROCKY, თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინ შვედეთში დაიჭირეს.

დღეს, 25 ივლისს უნდა გადაწყვეტილიყო, დარჩებოდა თუ არა ის ციხეში. შვედეთის სასამართლო მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლებას არ აძლევდა.

დღეს პროკურორებმა განაცხადეს, რომ რეპერი სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება.

ჯერჯერობით სასამართლო პროცესის ზუსტი თარიღი უცნობია.

რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი რაკიმ მეიერსია, ივლისის დასაწყისში სკოტჰოლმში დააკვეს. ორი კაცი, რომელიც მასთან ერთად იყო, აგრეთვე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

A$AP ROCKY მას შემდეგ დააკავეს, რაც შვედურმა გაზეთმა და ვერ გვერდმა TMZ ვიდეოები გაავრცელეს, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. მას და მის დაცვას ქუჩაში ორი კაცი აედევნა და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. რეპერმა თავის ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ დაყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს.

კომენტარები