შრი-ლანკა

"შრი-ლანკა არ არის ნაგავსაყრელი" - შრი-ლანკის მოსახლეობა ბრიტანეთს სთხოვს, წაიღოს ნარჩენები

BBC.com

შრი-ლანკის მთავრობა მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, რომ წაიღოს 111 მიტოვებული კონტეინერი, რომელიც სავსეა ნარჩენებით, პლასტმასით და ტანსაცმლით.

ბრიტანეთის გარემოს სააგენტო ამბობს, რომ ისინი დაიბრუნებენ კონტეინერებს, თუ დამტკიცდება, რომ არალეგალურად იყო ექსპორტირებული, ის ადამიანები, რომლებმაც კონტეინერები გადაიტანეს, იდენტიფიცირებული ვერ იქნებიან ან უარს იტყვიან უკან წამოღებაზე და ოფიციალური მოთხოვნა გაკეთდება საგარეო ხელისუფლების მიერ, ასევე სანქციები იქნება მიღებული პასუხისმგებელ ადამიანებზე.

ოთხშაბათს, შრი-ლანკაში გარემოდამცველების და ბერების პატარა ჯგუფმა პროტესტი გამართა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წინ. ისინი ითხოვენ, რომ ბრიტანეთმა პასუხისმგებლობა აიღოს და შრი-ლანკის მთავრობამ უკან გააგზავნოს კონტეინერები.

აქციის მონაწილეები ამბობენ:

"შრი ლანკა არ არის თქვენი ნაგავსაყრელი"

"ეს არის მესამე მსოფლიოს ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა სხვის ნაგავზე?"

კონტეინერების გამოგზავნა შრი-ლანკის პორტზე 2017 წელს დაიწყო, მაგრამ მათი შემოწმება წინა კვირას მოხდა, რადგან პორტში მომუშავე ხალხმა თქვა, რომ მიტოვებულ კონტეინერებს საშინელი სუნი ჰქონდათ. 

აზიურ ქვეყნებში დიდ პრობლემას წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნებისგან გამოგზავნილი ნარჩენები. მსგავსი შემთხვევები იყო კამბოჯაში, ინდონეზიასა და მალაიზიაში. 

კომენტარები