Game of thrones

HBO-მ უარი თქვა GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის თავიდან გადაღებაზე

HBO

HBO-ს წარმომადგენლის თქმით, Game of Thrones-ის მერვე სეზონის სხვა სცენარისტებთან ერთად გადაღებას არ აპირებენ.

სერიალის მერვე სეზონის დასრულების შემდეგ ფანებმა შემქნეს პეტიცია, რომლითაც ისინი ახალი სეზონის გადაღებას ითხოვდნენ. პეტიციაზე ხელი 1.7 მილიონმა ადამიანმა მოაწერია.

“ძალიან ცოტა ცუდი მხარე აქვს განსაკუთრებულად პოპულარული შოუს გადაღებას, ერთ-ერთ ის არის რომ, როდესაც მის დასრულებას ცდილობ, ბევრ ადამიანს აქვს იდეები როგორ უნდა გააკეთო ეს. პეტიცია გვანახებს, რომ ბევრი ენთუზიაზმი და სიყვარულია სერიალის მიმართ, მაგრამ ჩვენ ამას სერიოზულად არ განვიხილავთ, არ მგონია, რომ სხვა არხი ამას გააკეთებდა” - თქვა HBO-ს წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მერვე სეზონის ახალ ვარიანტს ვერ ვნახავთ, სერიალის პრიქუელი გადაღება უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით პრიქველს Bloodmoon ერქმევა, თუმცა ეს სახელი დადასტურებული არ არის და HBO სავარაუდოდ შეცვლის მას. პრიქველში მოთხრობილი იქნება Game of Thrones-ში განვითარებულ მოვლენებამდე 1000 წლით ადრინდელი ამბები.

კომენტარები