ლარის გაუფასურება

დოლარი 2.92 ლარი ღირს - ახალი ისტორიული მინიმუმი

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან ოფიციალური კურსით 1.61 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 1.53 თეთრით.

ამრიგად, ერთი დოლარი ოფიციალური კურსით 2.9171 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი - 3.2496. დოლართან მიმართებით, ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზეა.

დოლარის შემთხვევაში ანტირეკორდი აქამდე 2.9096 ლარს შეადგენდა - ასეთი კურსი მიმდინარე წლის 9 ივლისს დაფიქსირდა.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა 15 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები