მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პოროშენკოც ასე მიქსევდა ტროლებს, როგორც ახლა უკეთებს ივანიშვილი შოთას და ეკას

"ზუსტად ასე მიქსევდა ხოლმე პოროშენკო სახლთან ტროლებს, როგორც ახლა უკეთებს ივანიშვილი შოთას და ეკას. ყველა ოლიგარქს ერთი ხელწერა აქვს და მერე ყველა ერთნაირად ცუდად ამთავრებს" - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.

ცნობისთვის, რამდენიმე ათეული ადამიანი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქციას მართავს. ისინი ითხოვენ, შოთა უტიაშვილმა ბოდიში მოიხადოს Facebook-ზე გუშინ დაწერილი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს და რუსეთს ეხება;

"აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს "დაჩმორება" იოლი არ იქნებოდა. დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს" - წერს შოთაუტიაშვილი.

თავად შოთა უტიაშვილი მის სახლთან მიმდინარე აქციას "ტროლების შესევად" აფასებს. ნახეთ სრულად აქ.

კომენტარები