ესპანეთი

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პოსტზე ხელახლა ასარჩევად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

პედრო სანჩესი
Reuters

ესპანეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა პედროს სანჩესმა პოსტზე ხელახლა ასარჩევად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

სანჩესის თქმით სამთვიანი მოლაპარაკებები ულტრა-მემარცხენე უნიდას პოდემოსის ("ერთად ჩვენ შეგვიძლია") პარტიასთან შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"შეთანხმება შეუძლებელი იყო. მე მსურს ესპანეთის პრემიერმინისტრობა, თუმცა არა ნებისმიერ ფასად." თქვა სანჩესმა.

მიუხედავად იისა, რომ სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ აპრილში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, მათ უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. მოლაპარაკებების ჩაშლა სამთავრობო კოალიციაში პოდემოსის როლს უკავშირდება.

პარლამენტს მისი კანდიდატურისათვის კენჭი ჯერ არ უყრია. იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინის შესაბამისად სანჩესი საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მას 23 სექტემბრამდე აქვს დრო გადაწყვიტოს კვლავ ცდის თუ არა კანდიდატურის წამოყენებას, თუმცა მის პარტიაში თქვეს, რომ თუ სანჩესს არ აირჩევენ, მის კანდიდატურას აღარ წამოაყენებენ.

პოდემოსში კი ამბობენ, რომ სექტემბრამდე კვლავ არის დრო მოლაპარაკებებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ სანჩესის კანდიდატურა ჩავარდება და ის ხელახლა არ სცდის ბედს, 10 ნოემბერს განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, რაც ესპანეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები იქნება.

კომენტარები