თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს

ტაბულა

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მომღერალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მანქანაში არის თიკა ჯამბურიას შვილიც. ტაბულას კითხვას, რატომ დააკავეს არასრულწლოვანი, შსს-ში პასუხობენ, რომ დეტალებს გაარკვევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკინგთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები