მალხაზ მაჩალიკაშვილი

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორებმა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი გაშალეს

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორებმა მახლაზ მაჩალიკაშვილის კარავი გაშალეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ დღეს, 25 ივლისს, დღის პირველ ნახევარში არ მისცა. ამის მიზეზად სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს.

თუმცა, თბილისის მერიამ უარყო, რომ რუსთაველის გამზირზე მსგავს სამუშაოებს გეგმავს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები სახელწოდებით "სირცხვილია" თვეზე მეტია. მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციების გამო აიღო მაჩალიკაშვილმა კარავი პარლამენტის ტერიტორიიდან, თუმცა დღეს თქვა, რომ კვლავ ბრუნდება, რადგან სახელმწიფოს არ ეგონოს, რომ დანებდა. 

კომენტარები