დღეს, 26 ივლისს, 10:00-დან, ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება ერთი დღე-ღამით შეუწყდება

ერიკ თაიერი / REUTERS

დღეს, 10:00-დან, ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება ერთი დღე-ღამით შეუწყდება. GWP-ის ცნობით, მიზეზი ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.  

"კომპანია 26 ივლისს მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 ივლისს, დილის 10:00 საათიდან 27 ივლისის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

"წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აცხადებს კომპანია.

 

კომენტარები