ქალების უფლებები

ვიეტნამელი ქალი, რომელსაც ქმარმა ორი ლიტრი მჟავა შეასხა და გადარჩა - ფოტოები

0 კომენტარი

34 წლის ინგლისურის მასწავლებელი დან ტი ტან ჰიუენი ვეტნამის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს. მან 2010 წელს იქორწინა და შვილიც შეეძინა, თუმცა ქორწინება წარმატებული არ გამოდგა.

2018 წელს ის ყოფილი ქმრისგან თავდასხმის ობიექტი გახდა. ქმარმა მას ორი ლიტრი მჟავა შეასხა და პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. ქალი 5 დღის განმავლობაში კომაში იყო და გადარჩენის შანსი დაახლოებით 10% ჰქონდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ის გონზე მოვიდა. მას სახე, თავის ქალა, კისერი, ხელები და მხრები თითქმის მთლიანად დამწვარი ჰქონდა.

ქალი ახლა თავის შვილთან ერთად ცხოვრობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები