ლარის გაუფასურება

TBC: ერთი დოლარი 2.97 ლარი ღირს

ტაბულა

TBC ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.97 ლარია, ერთი ევროსი კი 3.316.

საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარი 2.955 ლარი ღირს, ერთი ევრო - 3.314 ლარი.

Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლით სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.9181 ლარია.

ოფიციალურ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაქვეყნებს. გუშინდელი მონაცემებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზე დაეცა - ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.92 ლარი ღირს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები