თავდასხმა ლონდონში

"არსენალის" ფეხბურთელებს მძარცველები თავს დაესხნენ (ვიდეო)

ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელებს - მესუთ იოზილსა და სეად კოლაშინაცს ლონდონში მძარცველები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დანებით შეიარაღებულ თავდამსხმელებს კოლაშინაცმა წინააღმდეგობა შიშველი ხელებით გაუწია. საბოლოოდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. სავარაუდოდ, მძარცველებს იოზილის მანქანის გატაცება სურდათ. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

"არსენალში" ადასტურებენ, რომ ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები