დავიდ ბოიუს საკულტო სიმღერის space oddity-ის გამოსვლიდან 50 წელი გავიდა და ამის გამო, ამერიკულმა სათამაშოების კომპანია Mattel-მა გადაწყვიტა დევიდ ბოუის ბარბის თოჯინა გამოეშვა.
ბარბის თოჯინებს დევიდ ბოუის ერთ-ერთი გმირის ზიგი სტარდასტის გარეგნობა აქვთ - წითელი თმა, მეტალის ფერის კომბინიზონი, პლატფორმიანი ჩექმები, დახატული ფრჩხილები და მაკიაჟი.
Mattel-მა ბარბის თოჯინის წარდგენისას დაწერა, რომ ამით ორი საკულტო ფიგურა, ბარბი და დევიდ ბოუი ერთმანეთს დაუკავშირდნენ.
თოჯინები ლიმიტირებული რაოდენობით იყიდება და მისი ღირებულება 50 ამერიკული დოლარია. ყიდვა შეიძლება amazon-ზე და mattel.com-ზე
სიმღერა Space oddity 1969 წლის 11 ივლისს გამოვიდა, იმავე წელს როდესაც apollo 11 მთვარზე დაჯდა.