Fortnite

ნიუ იორკში ონლაინ თამაშ Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იწყება

BBC

დღეს, 26 ივლისს ონლაინ თამაშ Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იწყება.

მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ იორკში, Arthur Ashe-ის სტადიონზე, Flushing Meadows-ს პარკში იმართება.

Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 10 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, სულ 40 მილიონი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ფინალში მხოლოდ 100 მონაწილე მოხვდა.

ჩემპიონატი ჯამში 30 მილიონ დოლარს გასცემს და ჯერჯერობით ეს Esports-ის ჩემპიონატებს შორის უმაღლესი თანხა იქნება, მანამ, სანამ აგვისტოში DOTA 2-ის შეჯიბრი გაიმართება.

ყველა ფინალისტი მინიმუმ, 50 000 დოლარს მიიღებს, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები მილიონერები გახდებიან.

Fortnite ონლაინ ვიდეო თამაშია, რომელიც 2017 წელსაა გამოშვებული და მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. თამაშის დეველოპერი Epic Games-ია. თამაშს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის Gamers' Choice Awards 2018 წელს და Webby Awards 2019 წელს.

კომენტარები