ლარის გაუფასურება

დოლარი 2.93 ლარი ღირს - ახალი ანტირეკორდი

ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 26 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან 1.50 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 1.41 თეთრით.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9321 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3.2637 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები