რუსული დეზინფორმაცია

ბრიტანულმა რეგულატორმა RT (Russia Today) 200 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა

0 კომენტარი

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კომუნიკაციების ზედამხედვლების უწყებამ, Ofcom-მა, რუსული სახელმწიფო ტელევიზია RT იგივე Russia Today, 200 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. ინფორმაცია ამის შესახებ რეგულატორის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსული პროპაგანდისტული ტელევიზია პერიოდულად არღვევდა ობიექტურობის პრინციპს, რაც ამახინჯებდა ფაქტებს. საუბარია, 2018 წლის მარტი-აპრილის პერიოდზე, კერძოდ კი, ახალი ამბების გაშუქებაზე, რომელიც სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის და სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ეხებოდა.

Ofcom-მა RT-ისთან მიმართებით დაწყებულ გამოძიებაზე ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში გაავრელა, სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო როსკომნადზორმა BBC-ის სამსახურის ინსპექტირება. მალევე, რუსეთის ზედამხედველობის უწყებამ ბრიტანული მაუწყებლის რუსული ბიუროს საიტზე, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების იდელოგიის ტრანსლირების ფაქტები აღმოაჩინა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერია.

მიმდინარე წლის აპრილში, როსკომნადზორის დირექტორმა ალექსეი ჟაროვმა, განაცხადა, რომ დაელოდებოდნენ ბრიტანეთში RT-ის მიმართ დაწყებული გამოძიების დასრულებას და მხოლოდ შემდეგ მიიღებდნენ ზომებს BBC-ის რუსული სამსახურის წინააღმდეგ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები