თიკა ჯამბურიას დაკავება

თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი: ყველა რომ დაგვიჭიროთ, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრია

"ჩანერგილებს და ჩარჩენილებს! ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა! წერტილი" - ამის შესახებ facebook-ზე თიკა ჯამბურიას ყოფილმა დედამთილმა, ხათუნა ხოფერიამ დაწერა. ამ სტატუსამდე ორი საათით ადრე, ხოფერია აპროტესტებდა, რატომ წაიყვანეს მისი 8 წლის შვილიშვილი პატრულის მანქანით.

"ეეეეეეეეეეე............ თქვენ ჯანზე თუ ხართ????????????? რატომ დააკავეს 8 წლის ნინა? ვინმემ გამაგებინეთ, რა უნდა 8 წლის პატრულის მანქანაში, კვესიტაძესთან არ გაგივიდათ და თიკა ჯამბურიას გაუჩალიჩეთ?" - წერდა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი თიკა ჯამბურია 25 ივლისს, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს და ცოტა ხანში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო იმსჯელებს.

პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მანქანაში თიკა ჯამბურიას შვილიც იჯდა. ტაბულას კითხვას, რატომ დააკავეს არასრულწლოვანი, შსს-ში პასუხობენ, რომ ის დედასთან ერთად იყო, ამიტომ ქუჩაში არ დატოვეს და მასთან ერთად მანქანით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებოდა ჯამბურიას დედაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკინგთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები