ავარია კასპიის ზღვაში

აზერბაიჯანმა კასპიის ზღვაში ირანული გემი ჩაძირვისგან გადაარჩინა

MarineTraffic

დღეს, 26 ივლისს აზერბაიჯანმა ირანული სატვირტო გემი SHABAHANG-ის ეკიპაჟის 9 წევრი გადაარჩინა, მანამ, სანამ ის კასპიის ზღვაში ჩაიძირებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაჰქონდა გემს.

საზღვაო სააგენტოს თქმით, სატვირთო გემმა დღეს, შუა დღეს დახმარების სიგნალი გამოსცა, მას შემდეგ, რაც ლენკორანის პორტთან პრობლემა შეექმნა.

ამის შემდეგ, 2 თვითმფრინავი და საპარტულო გემი დანიშნულების ადგილას მივიდნენ და ეკიპაჟის წევრები გადაარჩინეს.

ასევე, უცნობია ისიც, თუ რამ გამოიწვია გემის შეფერხება და ისიც, თუ რა იყო გემის საბოლოო დანიშნულების ადგილი.

კომენტარები