TBC-ის ადვოკატი: პროკურატურა უსმენდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, TV პირველის დამფუძნებელს

TBC ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა ფარულად უსმენდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, TV პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს.

"დაახლოებით სექტემბრიდან გაზაფხულამდე პერიოდში უსმენდნენ ბადრის, მამუკას, ბატონ ავთო წერეთელს, მის შვილს... სხვებს ვისაც უსმენდნენ, ჩანაწერებში ძირითადად არის ის, რომ შეშფოთებულები იყვნენ პროკურატურაში დაბარების გამო. არაფერი ამ ჩანაწერებში არ არის, რომელიც შეიძლება ვინმეს რამე მტკიცებულებად გამოადგეს" - ამბობს კორძაძე.

ადვოკატის ამ განცხადებებს TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი Facebook-ზე გამოეხმაურა.

"ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ" - წერს წერეთელი.

კომენტარები