უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 2019

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 100% დათვლილია

Euronews

26 ივლისს უკრაინის ცესკომ ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების ხმათა 100% დათვლილია. 

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" ხმათა 43.16% მიიღო. მას მოსდევს პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლისთვის" 13.05%-ით. ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიას "მამული" - 8.18% აქვს, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ "ევროპული სოლიდარობა" კი 8.10% აიღო. ახლადშექმნილმა პარტიამ "ხმა" - 5.80%. პარტიებზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა ისტორიაში ყველაზე დაბალი - 49.2% იყო. მაჩვენებელი 2014 წელს - 51.9%, 2012 წელს - 57.5%, ხოლო 1994 წელს - 51.9% იყო.

კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია თუ რომელმა პარტიამ რამდენი ადგილი მოიპოვა პარლამენტში, თუმცა, სავარაუდოდ, ზელენსკის პარტიას რადაში უმრავლესობა ექნება. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ზელენსკის პარტიას პარლამენტში 254 ადგილს დაიკავებს. 

1998 წლის შემდეგ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ "ხალხის მსახური" ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. მეორე და მესამე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ 34.37% 2007 წელს მოიპოვა. 2002 წელს ასევე ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს პარტიამ "ჩვენი უკრაინა" 23.57% მიიღო. პარტიამ "ხალხის მსახური" კიევში ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა.

არჩევნების საბოლოო ოფიციალურ შედეგს 9 აგვისტომდე გამოაცხადებენ. 

რადას 225 წევრი პროპორციული წარმომადგენლობით, ხოლო 225 მაჟორიტარული სიით აირჩევა. უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში 199 ერთმანდატიან ოლქში 21-მა პარტიამ და ბლოკმა და მთლიანობაში 5 845 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის ნაწილის გამო უკრაინის 26 ოლქში არჩევნები არ ჩატარებულა, რის გამოც უკრაინის მოსახლეობის, დაახლოებით, 12%-მა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

კომენტარები