Walt Disney

მსახიობი, რომელიც მინი მაუსს 30 წელზე მეტხანს ახმოვანებდა, გარდაიცვალა

bbc

გარდაიცვალა მსახიობი, რომელიც მინი მაუსს ახმოვანებდა. ამის შესახებ BBC წერს. 

რუსი ტეილორი 30 წელზე მეტხანს ახმოვანებდა დისნეის ანიმაციურ გმირს. 

ტეილორი კალიფორნიაში გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო. 

Walt Disney-ს ცნობით, ის კომპანიაში 1986 წელს მივიდა. ტეილორი სიმპსონებსაც ახმოვანებდა. 

1980-იან წლებში ის მსახიობ ვეინ ალვინს შეხვდა, რომელიც მიკი მაუსს 1977 წლიდან ახმოვანებდა. ისინი 1991 წელს დაქორწინდნენ. 

2008 წელს ტეილორს დისნეის ლეგენდა უწოდეს. 


ფოტო: bbc

კომენტარები