შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა, ერთი ადგილზე დაიღუპა

შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები