არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: მარნეულში ადგილობრივებს შევხვდი, ჩაი დავლიეთ და საქვეყნო საკითხებზე ვისაუბრეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მარნეულში ადგილობრივებს შეხვდა.

"ჩაი დავლიეთ და საქვეყნო საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენი ძმობა და ურთიერთობა ძვირფასია, სამშობლო და მომავალი გვაერთიანებს!

ახალგაზრდებს პოლიტიკაზე, განათლების რეფორმაზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვესაუბრე; აქვთ საინტერესო ინიციატივები, რასაც განვიხილავთ, როცა შემდეგ შეხვედრაზე პარლამენტში ვუმასპინძლებ" - წერია არჩილ თალაკვაძის დასპონსორებულ პოსტში.

კომენტარები