ინტოქსიკაცია

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი საავადმყოფოშია

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი

ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.

76 და 67 წლის პაციენტები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მოწამლულები ნათესავები არიან.

ლენტეხის რაიონში აღინიშნა პაციენტების ჯგუფური მოწამვლა სოკოთი. ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, გარდაიცვალა ადგილზე, მოწამვლიდან ნახევარ საათში. ჩვენთან მოთავსებულია ორი პაციენტი, ორივე კრიტიკულ მდგომარეობაში. იმყოფებიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე და ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ მედიკამენტოზური მხარდაჭერა. სოკოს ვერ ასახელებენ, მაგრამ ე.წ. მუსკარინის ტიპის მოწამვლა აღენიშნებათ, ჩვენი კვლევებით, და მიმდინარეობს შესაბამისი თერაპია", - ამბობს ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, დავით ჯანაშია.

კომენტარები