რუსული პროპაგანდა

რუსულმა სააგენტომ ბათუმში გამართული პრორუსული აქცია ანტიოკუპაციური აქციის ფოტოთი გააშუქა

ერთერთმა რუსულმა პროპაგანდისტულმა სააგენტომ gazeta.ru-მ 28 ივლისს ბათუმში პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატარებული აქცია, სადაც რუსეთთან დიალოგს მოითხოვდნენ, ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" ფოტოთი გააშუქა. 

ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ პრორუსულ აქციაზე გაცილებით ცოტა ადამიანი იმყოფებოდა. კადრი, რომელიც რუსულმა სააგენტომ გამოიყენა, ახლო ხედიდან არის გადაღებული, შესაბამისად, ერთი შეხედვით რთულია მიხვდე, რომ ფოტო სინამდვილეში არა ბათუმში, ევროპის მოედანზე არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზეა გადაღებული.

კომენტარები