ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა იტალიას დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვს

Sputnik

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა იტალიის ხელისუფლებას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას სთხოვს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტალიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მარიონეტ წარმომადგენელზე, მაურო მურჯაზე, დაყრდნობით ავრცელებს. 

"ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, იტალიის მოქმედმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიაროს, თანაბრად გაეროს წევრი სახელმწიფოებისა," - ნათქვამია მურჯას მიმართვაში, რომელსაც РИА Новости ავრცელებს. 

მურჯა წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება "მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთა თვითგამორკვევის უფლებისთვის გაერთიანების ტრადიციის აღდგენა იქნება". 

ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთის მსგავსად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. მას დამოუკიდებლად მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებს. 

კომენტარები