უბედური შემთხვევა

ბათუმში მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა, სადაც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა

ბათუმელები

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა. ინფორმაცია ამის შესახებ "ბათუმელებმა" გაავრცელა. შსს-ში ტაბულას მომხდარი დაუდასტურეს და უთხრეს, რომ არიან დაშავებულები, თუმცა რამდენი ადამიანია დაშავებული და რა მუხლით დაიწყო გამოძიება უწყებაში ჯერჯერობით არ იციან. 

"ბათუმელების" ინფორმაციით, ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა და დაშავებულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი თურქეთის. 

 

კომენტარები