ავღანეთი

ქაბულში ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისს თავს დაესხნენ, დაიღუპა 20, დაშავდა 50 ადამიანი

AP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის ამრულა სალეჰის ოფისს თავს თვითმკვლელი ტერორისტი და შეიარაღებული პირები დაესხნენ.

დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, დაშავდა - 50. თვითმკვლელმა ტერორისტმა შენობაში შეჭრის შემდეგ თავი აიფეთქა. შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ სამი თავდამსხმელი მოკლეს.

სალეჰი არჩევნებში ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან ერთად მონაწილეობს. თავდასხმისას ის მსუბუქად დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს ჩატარდება. მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა თალიბანის და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დანაყოფების მხრიდან ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე, მთავრობასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები კვლავ გრძელდება.

კომენტარები