თალაკვაძე მარნეულში

"შევხვდი ადგილობრივ საზოგადოებას, ჩაი დავლიეთ," - თალაკვაძე მარნეულში მოსახლეობას შეხვდა

"ქვემო ქართლში, მარნეულში შევხვდი ადგილობრივ საზოგადოებას - ჩაი დავლიეთ და საქვეყნო საკითხებზე ვისაუბრეთ," - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. თალაკვაძე მარნეულში გუშინ იმყოფებოდა. 

"ჩვენი ძმობა და ურთიერთობა ძვირფასია, სამშობლო და მომავალი გვაერთიანებს!

ახალგაზრდებს პოლიტიკაზე, განათლების რეფორმაზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვესაუბრე; აქვთ საინტერესო ინიციატივები, რასაც განვიხილავთ, როცა შემდეგ შეხვედრაზე პარლამენტში ვუმასპინძლებ.

#ერთად ვართ მარნეულში." - წერს პარლამენტის თავმჯდომარე. 

კომენტარები