ხელოვნური ინტელექტი

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

მაიკროსოფტმა, სან ფრანცისკოში დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის კვლევით ლაბორატორიაში, OpenAI-ში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო. ინვესტიციის შედეგად მაიკროსოფტს, სტარტაპის ეგრეთ წოდებული ღრუბლოვან გამოთვლითი სერვისებზე (cloud computing services) ექსკლუზივი ექნება. ორი კომპანია ერთად იმუშავებს, რათა მაიკროსოფტის ღრუბლის სერვისი, Microsoft Azure-ი, ხელოვნური ინტელექტის ზოგად სისტემად გარდაქმნან. 

 2015 წელს OpenAI დაიწყო როგორც არაკომერციული კვლევითი ლაბორატორია, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარება იყო. თუმცა, გასულ წელს OpenAI-მ განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა მეტი ფული, რათა მუშაობა გაეგრძელებინა და ინვესტიციების ძიება დაიწყო. 

ბანკების მოსაზიდად, OpenAI-მ გააკეთა განცხადებები საკუთარი ტექნოლოგიების პოტენციალის შესახებ. კომპანიის CEO დარწმუნებულია, რომ ისინი შეძლებენ ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შექმნას. (AGI - Artificial General Inteligence)

"ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნა, იქნება ყველა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯი კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც კაცობრიობის ტრაექტორიის შეცვლის პოტენციალი აქვს."- ამბობს OpenAI-ს მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი გრეგ ბროკმანი.

დღესდღეობით, მკვლევრებს შეუძლიათ შექმნან კომპიუტერული პროგრამები, რომელსაც ზეადამიანური შესაძლებლობები აქვს გარკვეულ სფეროებში, მაგალითად სამაგიდო თამაშები ან სამედიცინო სკანოგრამების ანალიზში.  მაგალითად, გასულ წელს, ლონდონში დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიის, DeepMind-ის მიერ შემუშვებულმა ხელოვნურმა ნეირონულმა ქსელმა AlphaZero-მ, ჭადრაკის, Go-ს და იაპონური თამაშის, შოჯის თამაში ისწავლა. ის იყენებს ვარჯიშის მეთოდების და “ძიების” კომბინაციას, რათა გაარკვიოს თუ როგორ ითამაშოს ეს თამაშები.

თუმცა, ამ სისტემებს არ აქვთ უნარი გადაიტანონ კომპეტენტურობა ერთი ამოცანიდან მეორეზე. როგორც ფეისბუქის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ხელმძღვანელმა, იენ ლე კუნმა თქვა: როცა საქმე ზოგად ინტელექტს შეეხება, ჩვენ ვერ ვქმნით ვერაფერს, რაც ვირთაგვასავით ჭკვიანი იქნებოდა. 

ზუსტად როდის შეძლებენ მკვლევრები ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შექმნას და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს, საზოგადოებაში დებატების საგანია. ბოლო გამოკითხვის თანახმად, სფეროს წამყვანი ექსპერტების აზრით, არსებობს 50%-იანი შანსი, რომ ასეთი ხელოვნური ინტელექტი 2099 წლისთვის შეიქმნება. 

მაიკროსოფტის გარდა, ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირება იაპონურმა ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა SoftBank-მა გადაწყვიტა. მილიარდერმა მასაიესი სონმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს $108 მილიარდით დააფინანსებს, რათა დააჩქაროს ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია, ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირების გზით. 

კომენტარები