მორბენალი, რომელიც სან-ფრანცისკოში გარბენილი მანძილით რუკებზე ნახატებს ქმნის.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, ლენი მაუგანმა გარბენილ მარშუტებს არტისტული დატვირთვა შესძინა და გავლილი მანძილით რუკებზე ხატვა დაიწყო.
სან-ფრანცისკოს რუკებზე მან უკვე 53 ნახატი დახატა, სულ ბოლო კი ფრიდა კალოს პორტრეტია, რომლის დასახატად ლენი მაუგანს 28.9 მილის გარბენა მოუწია, რასაც მან 6 საათი მოანდომა.
"სირბილისას მსურდა რამე განსხვავებული, ორიგინალური გამეკეთებინა" - ამბობს ლენი Guardian-თან ინტერვიუში.