ანაკლიის კონსორციუმი

"ანაკლიის კონსორციუმს" სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტების წარდგენის ვადა გაუხანგრძლივდა

ბია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივა.

"სააგენტომ გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილიშესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო - კერძოდ, კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდისმუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთანდაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გაითვალისწინა კონსორციუმის გენერალური დირექტორის მიერწარმოდგენილი არგუმენტაცია, ასევე ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა და საჭიროება და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის ვადის გახანგრძლივებითკიდევ ერთხელ გადადგა პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის საჭირო ნაბიჯი." ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ივნისში მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე გადაუწია.

ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის ვადა 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერ შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ.

კონსორციუმი აერთიანებს იმ კომპანიებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ანაკლიის პორტის აშენებაზე არიან პასუხისმგებლები.

კონსორციუმს ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭო მართავს. 26 ივლისს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ანაკლიის პორტის მმართველის საბჭოდან წასვლას გეგმავენ.

კომენტარები