კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისში ერთ დღეში ორი მაღაზია დააყაჩაღა

flickr

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს დაბადებული ი.მ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სალაროს გახსნა აიძულა.

"ი.მ ფულს და სიგარეტს ითხოვდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ასევე, დადგინდა, რომ ი.მ.-მ იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები