პაკისტანი

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაიღუპა 17 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: bbc

პაკისტანში მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგად ეკიპაჟის 5 წევრი და 12 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. 

შემთხვევა ქალაქ რავალპინდიში მოხდა, ავიაკატასტროფის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი რამდენიმე შენობას მოედო. შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. 

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი საცდელ ფრენას ახორციელებდა. მისი ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები