რონალდინიოს სასჯელი

ბრაზილიის პროკურატურამ ლეგენდარულ რონალდინიოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს. მას ბრაზილიის პროკურატურის მიერ დაკისრებული ჯარიმა ჯერ კიდევ არ გადაუხდია.

რამდენიმე თვის წინ, პორტუ ალეგრიში მშენებლობის დროს, რონალდინიომ და მისმა ძმამ უკანონოდ დააზარელეს ხე-ტყე, რის გამოც ბრაზილიის პროკურატურამ მათ 2.3 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, დაყადაღებულია ფეხბურთელის კუთვნილი 57 უძრავი ობიექტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდინიოს ესპანეთის პასპორტიც ჩამოართვეს. 

კომენტარები