ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

კალაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ოქრუაშვილი ნამდვილად არაა საინტერესო ფიგურა

0 კომენტარი
ფოტო: fortuna.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მისთვის, როგორც პოლიტიკოსოსითვის ირაკლი ოქრუაშვილი "საინტერესო ფიგურა" არ არის.

მისივე თქმით, არის კითხვები, რომლებსაც ოქრუაშვილმა პასუხის უნდა გასცეს.

"მე დეტალებში გამიჭირდება შესვლა, თუ რა მუხლია და რა ბრალეულობაა" - ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა 27 ივლისს შეუფარდა. ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ 29 ივლისს გაასაჩივრა.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები