ეთიოპია

ეთიოპიაში 12 საათის განმავლობაში 300 მილიონ ხეზე მეტი დარგეს

0 კომენტარი
ეთიოპიის პრემიერმინისტრი ფოტო: cnn.com

ორშაბათს, ეთიოპიაში 12 საათის განმავლობაში 353 მილიონი ხე დარგეს და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.

ხეების დარგვა კამპანია "მწვანე მემკვიდრეობის" ფარგლებში მოხდა, რომელიც ეთიოპიის პრემიერმინისტრმა აბი აჰმედმა წამოიწყო. ეთიოპიის მოქალაქეები დაპატიჟებულები იყვნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ხეების დარგვის პროცესში და პრემიერმინისტრის თქმით, პირველი 6 საათის განმავლობაში უკვე 150 მილიონ ხეზე მეტი იყო დარგული.

12 საათის გასვლის შემდეგ პრემინისტრმა შედეგები საკუთარ ტვიტერზე შეაჯამა და დაწერა, რომ მთლიანობაში 353,633,660 ხე დაირგო.

კამპანიის საბოლოო მიზანია, რომ ეთიოპიის "წვიმიან სეზონში", ანუ მაისიდან ოქტომბრამდე 4 მილიარდი ხე დაირგოს.

აქამდე, ხეების დარგვის რეკორდი ინდოეთს ეკუთვნოდა, 2017 წელს დაახლოებით 1.5 მილიონმა მოხალისემ 12 საათის განმავლობაში 66 მილიონი ხე დარგო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები