აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

Cardi B-მ და ბერნი სანდერსმა 2020 წლის საარჩევნო კამპანიისთვის საერთო ვიდეო გადაიღეს

0 კომენტარი
ფოტო: instagram.com/iamcardib

რეპერმა Cardi B-მ და დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის საერთო ვიდეო გადაიღეს. ვიდეო, ერთ-ერთ სალონში არის გადაღებული, რომლის მფლობელი ორი შავკანიანი ქალია და ის ახალაგზრდა ადამიანებისთვის არის გათვლილი.

გარდა ვიდეოს ჩაწერისა, შეხვედრაზე, Cardi B-მ პრეზიდენტობის კანდიდატს ფანების მიერ გამოგზავნილი კითხვები დაუსვა.  კითხვები შეეხებოდა ეკონომიკას, რასიზმს და სამართლის სისტემას.  

შეხვედრის შემდეგ მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე მისი და ბერნი სანდერსის ფოტო დადო, სადაც მადლობა გადაუხადა მას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რეპერმა მხარდაჭერა გამოხატა სენატორის მიმართ. თვის დასაწყისში მან ტვიტერზე დაწერა:

"მე ვკითხულობ ბერნი სანდერსზე და ვწუხვარ, რომ 2016 წელს მას იმედი გავუცრუეთ. ეს კაცი ძალიან დიდი ხანია იბრძვის თანასწორობისთვის და ადამიანის უფლებებისთის. მისი მიზანია, რომ ნახოს ეს ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში, ეს არ არის მხოლოდ კაპანიის სლოგანი". 

ჯიმი კიმელს შოუში ყოფნისას ბერნი სანდერსმაც ილაპარაკა Cardi B-ზე:

"ძალიან ჭკვიანია და აინტერესებს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. უნდა, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეს მუშათა კლასს და ძალიან მიხარია რომ მხარს მიჭერს".

2019 წლის თებერვლის დასაწყისში, დემოკრტმა სენატორმა ბერნი სანდერმა 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები