ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში მომიტინგეებმა მატარებლების მოძრაობა შეაფერხეს [ფოტოები]

0 კომენტარი

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასობით მომიტინგემ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა.

მათი ნაწილი მატარებლის სადგურებზე შეიჭრა და მატარებლის კარი დაბლოკა. ნაწილმა სიგნალიზაციის სისტემები ჩართო.

მომიტინგეებსა და მგზავრებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

ამ დროისათვის მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

ეს მსგავსი პირველი შემთხვევა არაა. აქციების გამო მატარებლების მოძრაობა გასული კვირების განმავლობაშიც შეფერხდა.

21 ივლისს კი ათობით ნიღბიანი პირი მატარებლის სადგურზე შეიჭრა და აქციიდან მომავალ მომიტინგეებსა და მგზავრებს თავს დაესხა, რის შედეგადაც დაშავდა 45-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი კვირების მანძილზე ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები