არაბთა გაერთიანებული საამიროები

ლონდონში დუბაის შეიხისა და მისი გაქცეული ცოლის სასამართლო დავა დაიწყო

მუჰამედ ბინ რაში ალ-მაქთუმი და პრინცესა ჰაია
Getty Images

ლონდონში დუბაის მმართველი, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმისა და მისი ცოლის, პრინცესა ჰაია ბინთ ალ-ჰუსეინის სასამართლო დავა დაიწყო.

პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რამდენიმე თვის წინ შვილებთან ერთად გაიქცა და ლონდონში იმალებოდა. მას მიაჩნია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სასამართლომ მათი შვილების ბედი უნდა გადაწყვიტოს.

პრინცესა ჰაია მუჰამედ ალ-მაქთუმის ოჯახიდან მესამე ქალია, ვინც ქვეყნიდან გაიქცა.

ის იორდანიაში დაიბადა და განათლება ბრიტანეთში მიიღო. ჰაია იორდანიის მმართველის, მეფე აბდულა მეორის ნახევარდაა. ის დუბაის შეიხის მეექვსე ცოლი 2004 წელს გახდა. 70 წლის შეიხს სხვადასხვა ცოლებისგან 23 შვილი ყავს, მათგან ჰაიასთან ორი საერთო შვილი.

მას ლონდონში დარჩენა სურს, თუმცა შეიხი ბრიტანეთისაგან მის დუბაიში დაბრუნებას მოითხოვს.

ჰაიას ქვეყნიდან გაქცევა შეიხის გაქცეული ქალიშვილის ლატიფას დუბაიში დაბრუნებას უკავშირდება. ლატიფა საამიროებიდან ფრანგი კაცის დახმარებით ინდოეთში გაიქცა, თუმცა დუბაიში იძულებით დააბრუნეს.

კომენტარები