კახა ოქრიაშვილი

თავისუფლების მონიტორი: ოქრიაშვილის ცოლის კომპანია მთავრობამ 1,1 მილიონი ლარით დააფინანსა

"თავისუფლების მონიტორის" ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ცოლის კომპანიამ GMP "აწარმოე საქართველოდან" 1,1 მლნ ლარით დაფინანსდა. საუბარია ამ თანხის PSP ჯგუფში შემავალი კომპანიის, ჯი ემ პისთვის სესხის სახით გაცემაზე. კომპანიის ერთადერთი მფლობელი ლინა თოფურიაა. 

მმართველი გუნდის დეპუტატის ცოლის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ 2016-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" 240 000 ლარი შესწირა.

"ეს პროგრამა რომც არ ყოფილიყო, ჩვენ ისედაც ვფიქრობდით წარმოების გაფართოებას და ისედაც ვაკეთებთ ამას მრავალი წელია და მომავალშიც ვგეგმავთ. უბრალოდ, ეს იყო შეღავათიანი კრედიტი და არცერთი ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი შეღავათიან კრედიტზე აურს არ იტყვის", - ამბობს "თავისუფლების მონიტორთან" საუბრისას კომპანიის დირექტორი, გიორგი ანთაძე. 

კომენტარები