ინდოეთი

ინდოეთში ვეფხვების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით გაორმაგდა

0 კომენტარი

ინდოეთში ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყანაში ვეფხვების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. ამ დროისთვის ინდოეთში დედამიწაზე მცხოვრებ ვეფხვთა 70% ბინადრობს - სულ 2 967 ვეფხვი.   

ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით, ქვეყანა იზრუნებს, რომ გახდეს ვეფხვებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მსოფლიოში.

"სამყაროში რამდენიმე მცენარე და ცხოველია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება. რა შეგვიძლია, რომ მათთვის გავაკეთოთ? ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიების გამოყენებითა და ზრუნვით მივცეთ მათ სიცოცხლე, რომლითაც გაალამაზებენ დედამიწას", - თქვა ინდოეთის პრემიერმინისტრმა. 

დედამიწაზე ვეფხვების რაოდენობის კლების შემდეგ ინდოეთმა გადაწყვიტა, ქვეყანაში ცხოველების დაცვა გაეძლიერებინა. იმ მიზნით, რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობები დაეცვა, ინდოეთში ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში ვეფხვების რაოდენობას ითვლის.  

2010 წელს ინდოეთში ვარაუდობდნენ, რომ ვეფხვების რაოდენობა 2022 წლისთვის გაორმაგდებოდა, თუმცა რიცხვი 4 წლით ადრე გაორმაგდა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები