ზუგდიდში, ჭის წმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანა 5 საათია ვერ ხერხდება

livepress

ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ჭა ჩამოიშალა და მიწის მასის ქვეშ კაცი მოიყოლა. ის 70 წლამდეა.  

ლაივპრესის ცნობით, ადგილზე სამი კაცი მუშაობდა. ისინი ჭას წმენდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩავარდნილი მუშის შვილია. როგორც ისინი ამბობენ, ჭა დაახლოებით 9-10 მეტრი სიღრმისაა. 

უკვე მეხუთე საათია მაშველები მუშის ამოყვანას ცდილობენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები