A$AP Rocky

A$AP Rocky-ი შვედეთში კაცზე თავდასხმისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს

CNN

ამერიკელი რეპერი A$AP Rocky-ი სტოკჰოლმში კაცზე თავდასხმისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ BBC წერს. 

რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი რაკიმ მეიერსია, ივლისის დასაწყისში სკოტჰოლმში დააკვეს. ორი კაცი, რომელიც მასთან ერთად იყო, აგრეთვე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

A$AP ROCKY მას შემდეგ დააკავეს, რაც შვედურმა გაზეთმა და ვერ გვერდმა TMZ ვიდეოები გაავრცელეს, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. მას და მის დაცვას ქუჩაში ორი კაცი აედევნა და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. რეპერმა თავის ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ დაყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს.

25 ივლისს გადაწყდა, რომ ამერიკელი რეპერი პატიმრობაში დარჩება მანამ, სანამ არ გაიმართება სასამართლო პროცესი.

გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და შვედეთს მოუწოდა კარგად მოექცნენ ამერიკელებს.

კომენტარები