Peaky Blinders

PEAKY BLINDERS-ის მეხუთე სეზონის პირველი თრეილერი გავრცელდა - ვიდეო

ბიბისის სერიალის Peaky Blinders-ის მეხუთე სეზონის პირველი თრეილერი გავრცელდა.

თრეილერი BBC One-მა ტვიტერის გვერდზე დაპოსტა, თუმცა ჯერ კიდევ არ დაუწერიათ რა არის სერიალის მეხუთე სეზონის გამოსვლის თარიღი.

"ძალაუფლებას აქვს საფასური. მოემაზადეთ #PeakyBlinders-ის ახალი სერიებისთვის, მალე გამოვა", - აწერია პოსტს აღწერად.

სერიალის ახალ სეზონში მოვლენები 1920-იანი წლების მიწურულს ვითარდება, პერსონაჟი ტომას შელბი კი პოლიტიკურ პროცესებში იღებს მონაწილეობას.

"აქ [მეხუთე სეზონში] იქნება ნაციონალიზმის, პოპულიზმის, ფაშიზმისა და რასიზმის აღზევება", - თქვა რეჟისორმა სტივენ ნაითმა.

Peaky Blinders-ის სავარაუდო გამოსვლის თარიღი 2019 წლის მიწურულია.

კომენტარები