უბედური შემთხვევა

ზუგდიდში ჭის წმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

livepress

72 წლის კაცი, რომელიც ზუგდიდში 9-10-მეტრიანი ჭის ამოწმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყვა, გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა მისი ცხედარი ათსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 30 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდოდ, კვალიფიკაცია შეიცვლება.

კომენტარები