ქრთამის მიცემა

აღსრულების პოლიციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით სუს-მა ერთი პირი დააკავა

huffingtonpost

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ჩაატარეს. მოქალაქე შალვა თ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო 
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები